საჯარისო ავიაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:58, 7 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საჯარისო ავიაცია − საავიაციო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც ორგანიზაციულად შედიან საერთო-საჯარისო (სატანკო) გაერთიანებებისა და შენაერთების შემადგენლობაში. ჩაისახა I მსოფლიო ომის წლებში.
ზოგიერთ სახელმწიფოში ცნებას „საჯარისო ავიაცია“ შეესაბამება „საკორპუსო ავიაცია“ ან იგი გაიგივებულია საარმიო ავიაციასთან. ზოგჯერ საჯარისო ავიაციაში იგულისხმება მთელი ავიაცია, რომელიც შეიარაღებული ძალების სარდლობის დაქვემდებარებაშია.