ფრენის ხელმძღვანელობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 8 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფრენის ხელმძღვანელობა - საფრენი აპარატების მართვის, მათ მიერ ამოცანების შესრულების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების კომპლექსი.
მოიცავს:
- საფრენი აპარატების მოძრაობის მართვას მიწაზე და ჰაერში;
- საფრენი აპარატების ეკიპაჟების ინფორმაციას საჰაერო, მიწისზედა, მეტეოროლოგიური, ორნიტოლოგიური, რადიაციული და ნავიგაციური ვითარების შესახებ;
- სათადარიგო აეროდრომების, კავშირგაბმულობის, რადიოტექნიკური უზრუნველყოფის და ფრენის ყველა ეტაპზე საფრენი აპარატის მოძრაობის კონტროლს.
ფრენის ხელმძღვანელობა ხორციელდება საკომანდო-სადისპეტჩერო პუნქტიდან, აგრეთვე სასტარტო საკომანდო პუნქტიდან.