კრესის ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 11 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კრესის ბრძოლა - 1346 წლის 26 აგვისტოს, ასწლიანი ომის (1937-1453) დროს, ინგლისის მეფის ედუარდ III-ის ჯარებმა (მშვილდოსნები და ქვეითი რაინდები) დაამარცხეს საფრანგეთის მეფის ფილიპე VI-ის ლაშქარი, რომლის ბირთვს შეადგენდნენ ცხენოსანი რაინდები.
ბრძოლა მოხდა ჩრდილოეთ საფრანგეთში, სოფელ კრესთან. ინგლისელთა გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულეს მშვილდოსნებმა; მათი ისრები ხვრეტდნენ რაინდების ჯავშანს.