ბალისტიკური რაკეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:38, 11 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირველ საბრძოლო ბალისტიკური რაკეტა ფაუ-2

ბალისტიკური რაკეტარაკეტა, რომლის ფრენა, აქტიური მონაკვეთის გარდა, ხორციელდება ბალისტიკური ტრაექტორიით (თავისუფლად ნასროლი სხეულის ტრაექტორიით).

ფრთოსანი რაკეტისაგან განსხვავებით, ბალისტიკური რაკეტას არ აქვს სპეციალური აეროდინამიკური ზედაპირები ატმოსფეროში ფრენისას ამწევი ძალის შესაქმნელად. იყოფა მართულ და უმართავ, ერთ და მრავალსაფეხურიან რაკეტებად. გამოიყენება საბრძოლო, რაკეტამატარებლების, საკვლევი რაკეტების სახით და სხვა.

საბრძოლო ბალისტიკური რაკეტები შედის სახმელეთო სარაკეტო კომპლექსებისა და წყალქვეშა ნავების სახომალდე-სარაკეტო კომპლექსების შემადგენლობაში.

ბალისტიკური რაკეტას, რომლის ფრენის სიშორე აღემატება 6500 კმ-ს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ეწოდება. პირველ საბრძოლო ბალისტიკური რაკეტად ითვლება გერმანული ფაუ-2.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები