ბალატონის ოპერაცია 1945
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 12 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალატონის ოპერაცია 1945 (6-15 მარტი) – ბრძოლა გერმანია-სსრ კავშირის ომის დროს. უკრაინის III ფრონტის ჯარებმა (საბჭოთა კავშირის მარშალი თ. ტოლბუხინი) ბალატონის ტბის რაიონში (უნგრეთი) მოიგერიეს გერმანელთა ჯარების კონტრშეტევა და ჩაუშალეს მათ დუნაისკენ გაჭრის გეგმა, რათა აღედგინათ თავდაცვის ზღუდე მის დასავლეთ ნაპირზე. ბალატონის ოპერაციის წარმატებით დამთავრებამ საბჭოთა ჯარებს საშუალება მისცა დაეწყოთ შეტევა ქალაქ ვენის მიმართულებით.