რადიოაქტიური დასნებოვნება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:28, 13 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რადიოაქტიური დასნებოვნება – დამაზიანებელი ფაქტორი, რომელიც ბირთვული აფეთქების, რადიოლოგიური იარაღის გამოყენების, რადიაციულად საშიში ობიექტების (ატომური ელექტროსადგურები და სხვა) ნგრევის ან ამ ობიექტებზე ავარიების შედეგად წარმოიქმნება. ყველაზე საშიში რადიოაქტიური დასნებოვნება წარმოიქმნება მიწისქვეშა, მიწისზედა, წყალქვეშა და წყალზედა ბირთვული აფეთქებების დროს. მისი ზონები ვლინდება პროგნოზირებით ან რადიაციული დაზვერვით.