კინეტიკური იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:45, 15 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კინეტიკური იარაღი - იარაღის სახეობა, რომლის მოქმედება ემყარება დამაზიანებელი ელემენტების კინეტიკური ენერგიის გამოყენებას და ხასიათდება უმთავრესად დაბრკოლებასთან ამ ელემენტების შეხვედრის მნიშვნელოვანი სიჩქარით (1000 მ/წმ მეტი). დამაზიანებელ ელემენტებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მცირე გაბარიტის მართვადი და უმართავი რაკეტები, საარტილერიო ჭურვები, ლითონის ნაწილაკები.
ყველაზე მიზანშეწონილად ითვლება კინეტიკური იარაღის გამოყენება რაკეტსაწინააღმდეგო და თვითმფრინავსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებში.