დასაზიანებელი სივრცე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:54, 22 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დასაზიანებელი სივრცე - სივრცე (ადგილმდებარეობის მონაკვეთი), რომლის ფარგლებშიც მიზანი შეიძლება დაზიანებულ იქნეს პირდაპირი მოხვედრით ან მოცემული საცეცხლე პოზიციიდან ჭურვის, ტყვიის სროლით. დასაზიანებელი სივრცე, ჩვეულებრივ, განისაზღვრება ისეთ სიშორეზე სროლისას, რომელიც აღემატება პირდაპირი გასროლის სიშორეს. დასაზიანებელი სივრცის სიღრმე დამოკიდებულია მიზნის სიმაღლეზე, ტრაექტორიის დაქანებაზე, ადგილმდებარეობის დახრილობის კუთხესა და სხვა პარამეტრებზე.