ჰეროდე დიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:59, 3 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰეროდე დიდი - იუდეას მეფე ძვ.წ. აღრ. 40-4 წწ. მან მოქრთამა რომის სენატი და ასე ჩაიგდო ხელში იერუსალიმის ტახტი. ჰეროდე დიდმა იმეფა 34 წელი და ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ბოროტება ჩაიდინა: წყალში დაახრჩო სიძე, ცოლის ძმა, ცოლი, სიმამრი და თავისი სამი შვილი, რათა არავინ შესცილებოდა მეფობაში; ამიტომ იგი ყველას ძალიან სძულდა. მისი მეფობის ბოლოს იშვა მაცხოვარი;
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.