ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით განპირობებული ფსიქოზური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით განპირობებული ფსიქოზური აშლილობა - (F1x.5) (psychotic disorder, alcohol- or drug indused) ფსიქოზურ გამოვლინებათა ჯგუფი, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შემდეგ ჩნდება, მაგრამ არ წარმოადგენს მხოლოდ მწვავე ინტოქსიკაციის ან აღკვეთის მდგომარეობის შედეგს.

აშლილობა ჰალუცინაციებით ხასიათდება (როგორც წესი, სმენითი, მაგრამ ხშირად რამდენიმე სენსორულ მოდალობაში), აღქმის დამახინჯებით, ბოდვით (ხშირად პარანოიდული პერსეკუტორული შინაარსით), ფსიქომოტორული დარღვევებით (აღგზნებით ან შეკავებით) და აფექტური დარღვევით (ძლიერი შიშის განცდიდან ექსტაზამდე). ჩვეულებრივ, ცნობიერება ნათელი რჩება, მაგრამ რაღაც გარკვეულ დონეზე, შესაძლოა მისი დაბინდვა. მოცემულ რუბრიკაში ჩართულია ალკოჰოლური ჰალუცინოზი, ალკოჰოლით გამოწვეული ეჭვიანობის იდეები, ალკოჰოლური პარანოიდი და ქრონიკული ფსიქოზური მდგომარეობა, რომელიც ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებითაა გამოწვეული.




იხილეთ აგრეთვე

აშლილობა, გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები