აედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
05:02, 16 დეკემბერი 2015-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აედი - (ბერძნ.) „მომღერალი, პოეტი, შემლოცველი.“

ჰომეროსის დროს აედი ეწოდებოდა პოეტსა და მომღერალს, რომელიც ოთხსიმიან ლირაზე მღეროდა. ანტიკურ ეპოქაში პროფესიონალი მომღერალი დიდი პატივით სარგებლობდა. ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ აედთა პირით მეტყველებდნენ თავად ღმერთები. აედებს ხშირად წარმოსახავდნენ ბრმა მომღერლებად. ითვლებოდა რომ მათ პოეზიისა და სიმღერის ნიჭი თვალთა ნათელის სანაცვლოდ ეძლეოდათ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები