ნუზალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნუზალ-ი (ოს. Нузæл) – ალაგირის ხეობაში მდებარე ქრისტიანული ეკლესია (XIII ს.), ოსეთის მატერიალური და სულიერი კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც იმავდროულად საძველესაც წარმოადგენდა.
1946 წელს არქეოლოგმა ე. ფჩელინამ გახსნა ტაძრის იატაკქვეშ არსებული სამარხი, რომელშიც სათანადოდ აღჭურვილი მეომრის ჩონჩხი აღმოჩნდა. მისი სენსაციური მტკიცებით, სამარხი ეკუთვნოდა XII ს. ცნობილ მხედართმთავარსა და სახელმწიფო მოღვაწეს, საქართველოს მეფის – თამარის მეუღლეს – დავით სოსლანს. მოგვიანებით ეს ვერსია უარყოფილ იქნა.
დღეისათვის, გაზიარებულია მოსაზრება, რომ ნუზალის ეკლესიაში გათხრილი საფლავი 1306 წელს გარდაცვლილ ისტორიულ პირს – ოს-ბაღათირს ეკუთვნის.
ნუზალი ცარაზონთა საგვარეულო ეკლესიად ითვლება.
ლიტერატურა
Кузнецов В. А. Реком, Нузал и Царазонта. Владикавказ, 1990.