გენიტალური რეაქციების უკმარისობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:03, 25 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გენიტალური რეაქციების უკმარისობა - (F52.2), (genital response, failure of), მამაკაცებში ძირითად პრობლემას წარმოადგენს ფსიქოგენური იმპოტენცია ან ერექციული დისფუნქცია, კერძოდ, სიძნელეები ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებაში, რომელიც აუცილებელია დამაკმაყოფილებელი სექსუალური აქტის განსახორციელებლად (ერექციული დარღვევები მამაკაცებში) ქალებში ძირითადი პრობლემაა ვაგინალური სიმშრალე ან ლუბრიკაციის უკმარისობა (ქალებში სექსუალური აგზნების აშლილობა).