სექსუალური დისფუნქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სექსუალური დისფუნქცია - (F52) (sexualur dysfunction) მოცემული ტერმინით აღინიშნება მთელი რიგი მდგომარეობებისა, როდესაც ინდივიდს არ შეუძლია სასურველ სექსუალურ ურთიერთობებში მონაწილეობის მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ სექსუალური რეაქცია ფსიქოსომატური პროცესია, სექსუალური დისფუნქციის წარმოშობაში, ჩვეულებრივ, მონაწილეობს როგორც ფსიქოლოგიური, ისე სომატური ფაქტორები. ამ რუბრიკაში ჩართულია:

(ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

მამაკაცებში სექსუალური დისფუნქცია გამოიხატება ნორმალური სექსუალური ინტერესის დაქვეითებაში ან სექსუალური აქტის არასრულყოფილ განხორციელებაში, რაც განმეორებით ხასიათს ატარებს. ქალებში ის უმთავრესად უკავშირდება არადამაკმაყოფილებელ სექსუალურ გამოცდილებას; სექსუალური აქტი შეიძლება დასრულებული იყოს, მაგრამ არ ახლდეს სიამოვნების შეგრძნება. ამგვარად, თუ რა ჩაითვლება ნორმალურ სექსუალურ აქტად, ან ნაკლოვან, არადამაკმყოფილებელ აქტად, სექსუალური პარტნიორების მოლოდინზეა დამოკიდებული. მაგალითად, ერთი წყვილი შეიძლება ნორმალურად მიიჩნევდეს, რომ ქალს იშვიათად აქვს ორგაზმი, ხოლო მეორე წყვილმა კი, შესაძლოა, ანალოგიურ ვითარებაში ექიმს მიმართოს.

სექსუალური დისფუნქციის ზოგადი მიზეზები

სექსუალური დისფუნქცია ჩნდება ფაქტორების სხვადასხვა კომბინაციების შედეგად. ესაა:

ზოგადად, ცუდი ურთიერთობა პარტნიორთან, დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა, სექსუალური ტექნიკის არცოდნა და სექსუალურ აქტთან დაკავშირებული შფოთვა. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ფიზიკური დაავადება, დეპრესიული და შფოთვითი აშლილობა, მედიკამენტების მიღება, ალკოჰოლისა და ნარკომოხმარება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები