ნაადრევი ეაკულაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაადრევი ეაკულაცია - (F52.4), (premature ejaculation), ეაკულაციის საკმარისი კონტროლირების უუნარობა ორივე პარტნიორის სრული დაკმაყოფილებისათვის. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ეს ტერმინი გულისხმობს, რომ ეაკულაცია, ჩვეულებრივ, სექსუალურ პენეტრაციამდე ან მყისიერად პენეტრაციის შემდეგ ხდება, რის გამოც ქალი ვერ ასწრებს სიამოვნების მიღებას. ეს პრობლემა უფრო ახალგაზრდა მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი და განსაკუთრებით ხშირია მათი პირველი სექსუალური ურთიერთობის დროს.

სარჩევი

მიზეზები

ეს აშლილობა იმდენად გავრცელებულია სექსუალური გამოცდილების არმქონე ახალგაზრდა მამაკაცებში, რომ ის შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. როდესაც ის მუდმივ სახეს იძენს, მის გამომწვევ მიზეზს, მეტწილად, სექსუალური აქტის დროს მარცხის განცდის შიში წარმოადენს.

მკურნალობა

ფსიქოლოგიური მიზეზების მკურნალობისას იყენებენ ზოგად მიდგომას თუ პარტნიორი თანახმაა, მისი მკურნალობა ე.წ. „მოჭერის ტექნიკით” არის შესაძლებელი. როდესაც მამაკაცი ქალს ატყობინებს, რომ მას მალე ორგაზმი დაეწყება, ქალი ხელში იჭერს პენისს რამდენიმე წამის განმავლობაში და შემდეგ, უცებ, ხელს უშვებს მას. ამის შემდეგ აქტი გრძელდება. აღწერილია ალტერნატიული „დაწყებადამთავრების” მეთოდი. ამ დროს ქალი ცდილობს აქტის დროს სხვადასხვა ინტენსივობის სექსუალური სტიმულაციის რეგულირებას. მსგავსი ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას მასტურბაციის დროსაც. „მშვიდი ვაგინას” ტექნიკის გამოყენებისას, პენისი უძრავად თავსდება ვაგინაში სულ უფრო და უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე იქამდე, სანამ არ მოხდება ეაკულაცია. მნიშვნელოვანია კარგად გავარკვიოთ ქალის პოზიცია იქამდე, სანამ მას ვთხოვდეთ დახმარება გაგვიწიოს ამგვარ მკურნალობაში.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი და ზოგიერთი სხვა ანტიდეპრესანტი, მაგალითად, კლომიპრამინი, აყოვნებენ ეაკულაციას, როგორც ნორმალურს, ასევე ნაადრევს. თუმცა, ჩვეულებრივ, ეფექტი ქრება მედიკამენტური მკურნალობის დასრულებასთან ერთად. საერთოდ, მედიკამენტური მკურნალობა არ უნდა იყოს წამყვანი და ფსიქოლოგიურ ტექნიკასთან კომბინაციაში უნდა გამოიყენებოდეს. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)




იხილე აგრეთვე

სექსუალური დისფუნქცია

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები