დითირამბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:59, 2 სექტემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დითირამბი - (ბერძნ. Διθύραμβος) ძველ საბერძნეთში ვენახისა და ღვინის კულტურის დამნერგავი ღვთაების დიონისეს სადიდებელი სიმღერა.
დითირამბი დიონისეს დღესასწაულზე სრულდებოდა და თავდაპირველად იმპროვიზაციული ხასიათის იყო, ხოლო შემდეგ დითირამბს საგანგებოდ უკვეთავდნენ ხოლმე რომელიმე პოეტს. არსებობს გადმოცემა, რომ პირველი ბერძენი მოღვაწე, რომელმაც დითირამბს არაიმპროვიზაციული ხასიათი მისცა იყო არიონი.
მოგვიანებით დითირამბი ეწოდა სახოტბო ლირიკული ლექსს.
წყარო
- ყაუხჩიშვილი, სიმონ, ნტიკური ლიტერატურის ისტორია.