დითირამბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:01, 2 სექტემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დითირამბი - (ბერძნ. Διθύραμβος) ძველ საბერძნეთში ვენახისა და ღვინის კულტურის დამნერგავი ღვთაების დიონისეს სადიდებელი სიმღერა.
დითირამბი დიონისეს დღესასწაულზე სრულდებოდა. მას თავდაპირველად იმპროვიზაციული ხასიათი ჰქონდა, მოგვიანებით დითირამბს საგანგებოდ უკვეთავდნენ ხოლმე რომელიმე პოეტს. გადმოცემის მიხედვით პირველი ბერძენი მოღვაწე, რომელმაც დითირამბს არაიმპროვიზაციული ხასიათი მისცა იყო არიონი.
მოგვიანებით დითირამბი ეწოდა სახოტბო ლირიკული ლექსს.
წყარო
- ყაუხჩიშვილი, სიმონ, ნტიკური ლიტერატურის ისტორია.