კომპულსიური მოქმედებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომპულსიური მოქმედებები (ქმედებები) - (ობსესიური (აკვიატებული) რიტუალები), (compulsive acts [obsessional rituals), (F42.1), ყველაზე ხშირად კომპულსიურ ქმედებათა მიზანია სისუფთავის დაცვა და შენარჩუნება (კერძოდ, ხელების დაბანა), მუდმივი გადამოწმებები, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად საშიში სიტუაციის აღმოცენება, ასევე გვხვდება ზომაგადაცილებული აკურატულობა და სიფაქიზე.

ამ ქცევას საფუძვლად უდევს შიში, რომ საფრთხე ელის პაციენტს ან, რომ თავად პაციენტი შეიძლება იყოს საშიში გარემოცვისათვის, ხოლო თავად რიტუალური ქცევა წარმოადგენს ამ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ მიმართულ უშედეგო ან სიმბოლურ მცდელობას.




იხილე აგრეთვე

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები