ნერვული ბულიმია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:41, 30 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნერვული ბულიმია - (F50.2), (bulimia nervosa), პერიოდული შეტევები, რომლებიც ხასიათდება საკვების ჭარბი მიღებითა და სხეულის წონის გადამეტებული კონტროლით, რაც გარკვეული ქცევითი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას იწვევს. ზედმეტი ჭამის შემდეგ, სასურველი წონის შენარჩუნების მიზნით, ავადმყოფი ხელოვნურად იწვევს პირღებინებას ან იღებს საფაღარათო საშუალებებს. ხშირი ღებინება კი ელექტროლიტური ბალანსის დარღვევასა და სომატურ გართულებებს იწვევს. ზოგჯერ ნერვულ ბულიმიას რამდენიმე თვით ან წლით წინ უსწრებს ნერვული ანორექსიის ეპიზოდი.
სინონიმი
ნერვული ჰიპერორექსია