გაღიზიანებული (მსხვილი) ნაწლავის სინდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 2 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაღიზიანებული (მსხვილი) ნაწლავის სინდრომი - (irritable bowel syndrome), მომატებული გაღიზიანება, შეცვლილი მოტორიკა და კუჭ-ნაწლავის სეკრეცია. ხშირად სხვა სიმპტომებიც აღინიშნება: გულისრევა და ღებინება, ანორექსია, მეტეორიზმი, მჟავიანობის მომატება, დიარეა ან შეკრულობა, რომლებიც კუჭ-ნაწლავის დაავადების გარეშე აღინიშნება.
სინდრომი ძირითადად მღელვარე პიროვნებებში გვხვდება, განსაკუთრებით სტრესული მდგომარეობის ან დაძაბულობის შემდეგ.