დელირიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:12, 13 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დელირიუმი - (F05), (delirium), ეტიოლოგიურად არასპეციფიკური, ორგანული ცერებრალური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ცნობიერების, ყურადღების, აღქმის, აზროვნების, მეხსიერების, ფსიქომოტორული მოქმედების, ემოციის და ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევათა თანაარსებობით.
დელირიუმი გარდამავალი მდგომარეობაა, რომელიც მერყეობს სიმძიმის ხარისხის მიხედვით, შემთხვევათა უმრავლესობაში გამოჯანმრთელება ხდება 4 კვირაში ან უფრო ადრე, მაგრამ იშვიაობას არ წარმოადგენს დელირიუმი, ხანგრძლივობით 6 თვემდე.
ალკოჰოლის აღკვეთის სინდრომით გამოწვეული დელირიუმი ცნობილია თეთრი ცხელების (delirium tremens) სახელწოდებით
სინონიმი
- მწვავე ორგანული მდგომარეობა აბნევით