დისმორფოფობია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 21 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დისმორფოფობია - (F22.8, F45.2), (dysmorphophobia), ტერმინი შემოტანილია Morselli-ს მიერ (1886) ისეთი მდგომარეობის აღსაწერად, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიმახინჯის ან ფიზიკური დეფექტის არსებობის სუბიექტური განცდა, რომელიც, პაციენტის აზრით, შესამჩნევია ირგვლივ მყოფებისათვის. ამასთან, პაციენტს ნორმალური გარეგნობა აქვს. სინდრომი შეიძლება შეგვხვდეს ობსესიების, დეპრესიის, თავის ტვინის ორგანული დაავადებების, ფსიქოზების დროს. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითადი დაავადების ხასიათზე.