შიზოფრენია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიზოფრენია - (schizophrenia), აშლილობა, რომელიც ზოგადად ხასიათდება აზროვნების და აღქმის პროცესების ფუნდამენტური და დამახასიათებელი დარღვევებით, არაადეკვატური და შესუსტებული აფექტით. ნათელი ცნობიერება და ინტელექტუალური შესაძლებლობები, ჩვეულებრივ, შენარჩუნებულია, მაგრამ, დროთა განმავლობაში, შესაძლოა განვითარდეს გარკვეული კოგნიტიური დეფიციტი. დარღვევები ეხება ფსიქიკის ბაზისურ ფუნქციებს, რომლებიც ადამიანს ანიჭებს ინდივიდუალურობის, უნიკალურობისა და მიზანმიმართულების განცდებს.

შიზოფრენიის დროს ხშირია განცდა, რომ ადამიანის დაფარული აზრები, გრძნობები და მოქმედებები სხვებისთვის ცნობილია, ანდა სხვები ცდილობენ ამ პროცესებზე გავლენის მოხდენას. ეს ხშირად ხელს უწყობს უცნაური ბოდვითი იდეების ფორმირებას, რომლებიც ინდივიდის აზრებსა და ქმედებებზე ზეგავლენას ბუნებრივი ან ზებუნებრივი ძალების ჩარევით ხსნიან. მაგრამ შიზოფრენიის წმინდა პათოგნომური სიმპტომები გამოყოფილი არ არის, ძალზე მნიშვნელოვან ფსიქოპათოლოგიურ ფენომენებს კი მიეკუთვნება:

შიზოფრენიის მიმდინარეობა შესაძლოა იყოს ან უწყვეტი, ან ეპიზოდური (ეპიზოდიდან ეპიზოდამდე პროგრესირებადი ან სტაბილური დარღვევების (დეფიციტის) შენარჩუნებით), ან ერთი ან მეტი ეპიზოდი, სრული რემისიით.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები