ნეგატიური სიმპტომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეგატიური სიმპტომები - (negative symptoms), ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პათოლოგიური ცვლილებების შედეგად ნორმალური ფუნქციონირების დაქვეითების ან დაკარგვის ფსიქოპათოლოგიური ან ნევროლოგიური გამოვლინებები.

ცნება სათავეს იღებს Hughline Jackson-ის (1835-1911) დისოციაციის თეორიიდან, რომელშიც პოსტულირებულია თავის ტვინის დაზიანების ორმაგი ეფექტი: დეფიციტური გამოვლინებები, როგორც დაზიანების უშუალო შედეგი და პოზიტიური ფენომენები, მეორადად განვითარებული, ვინაიდან ონტოგენეზურად უფრო დაბალი დონეები თავისუფლდება „უმაღლესი“ ცენტრის კონტროლისაგან. ამ მოსაზრებამ გავლენა მოახდინა ფსიქიატრიაზეც, რაც განსაკუთრებით შეინიშნება შიზოფრენიის აღწერილობით ფსიქოპათოლოგიაზე.

ჩვეულებრივად, ნეგატიურად ითვლება შემდეგი სიმპტომები:

  • მეტყველების გაღარიბება;
  • ყურადღების დარღვევა;
  • ემოციური სიჩლუნგე;
  • აპათია;
  • სოციალური იზოლაცია.

ამასთან, არ არსებობს საერთო აზრი ნეგატიური სიმპტომების ბუნებისა და შეფასების შესახებ, ცოტა რამ არის ცნობილი შიზოფრენიის დროს მათი ფსიქოპათოლოგიური საფუძვლის შესახებაც.




იხილე აგრეთვე

პოზიტიური სიმპტომები

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები