პოზიტიური სიმპტომები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოზიტიური სიმპტომები - (positive symptoms), მიჩნეულია, რომ ეს კლინიკური გამოვლინებები ნეგატიური სიმპტომების სარკისებური ანარეკლია და ვითარდება ნერვული ცენტრების და ფუნქციების აღგზნებით ან განმუხრუჭებით, რაც კონტროლირდება ცენტრალური ნერვული სისტემით; კონტროლის მოშლა ხდება ცნს-ის დაზიანების გამო.
პოზიტიური სიმპტომების მაგალითებად ყველაზე ხშირად სახელდება
- ბოდვა;
- ჰალუცინაციები;
- გუნებ-განწყობის ცვალებადობა;
- კატატონიური აშლილობა;
- აზროვნების თანმიმდევრობის მოშლა.