ეპიდემია (ფსიქიატრიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:03, 30 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეპიდემია ფსიქიატრიაში [epidemic] – ქცევის ამა თუ იმ სტერეოტიპული ფორმების, სომატური ჩივილების, ფსევდოჰალუცინაციების, ანდა კოგნიტურ-ემოციური სიმპტომების უეცარი გამოვლენა ან სიხშირის მატება ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფში (მაგალითად, სტუდენტებში, ქარხნის მუშებში, ჯარისკაცებში).