ზილხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:38, 31 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზჷლხა (აფხ. Зылха) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, მითიური ჯუჯა ხალხის, აწანების, ასული, ნართი კუნის ცოლი (ვარიანტი: სასრიყვას ცოლი), ცვიცვის ბიოლოგიური დედა.

ჯუჯათა ქალიშვილი სიმაღლით ერთი ციდაა, მაგრამ დიდი ძალ-ღონით გამოირჩევა; ერთად აღებული ყველა აწანის ძალა აქვს. როცა აწანების მთელმა ჯგუფმა მკვდარი მელია ვერ გადმოაბრუნა, ზილხამ კვირისტავის წვერი ამოსდო, გადმოატრიალა, გაატყავა და შვილს ქუდი შეუკერა. იგი ხელსაქმის დიდოსტატია, ძაფს ართავს და ქსოვს; როცა საქსუალს ეხება, აწანების ციხე ირყევა. კუნისა და ზილხას ქორწილში დაკლული ასი ხარის ტყავიდან, ნართების თხოვნით, პატარძალმა ბურთი შეკერა.

ზილხა ჯიუტი და მოუთმენელი ხასიათის ქალია. როცა გარღვეული მესტების გამო გაბრაზებულმა კუნმა მას მათხოვარი აწანების ქალიშვილი უწოდა, ფეხმძიმე ზილხამ მუცელი განიკვეთა, ბავშვი ამოიყვანა და ქმარს მიუგდო, თავად აწანებთან წავიდა (ასევე ბრაზდება ოსურ ვერსიაში ბცენთების, ჯუჯების, ასული, რომელიც შვილს ქმარს უტოვებს და გარბის). ნართები ცდილობენ მოაბრუნონ ზილხა (საამისოდ სასრიყვაც კი მიდის აწანებთან), მაგრამ ამაოდ; შემოთვლით კი შემოუთვალა ნართებს, რომ ბავშვი რძით კი არა, გამდნარი რკინით ეკვებათ.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988.
  • Ш. Д. Инал-ипа. Памятники абхазского фольклора. Сух., 1977.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები