არამსმელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:00, 31 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„არამსმელობა“ - (temporance), ტერმინი, რომელსაც აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა – ალკოჰოლთან ან სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით. თავდაპირვალად იგი გულისხმობდა, რომ ინდივიდი ზომიერად ღებულობს ალკოჰოლურ სასმელებს (მაგ., თავს იკავებს მაგარი ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან, რომლებიც მიიღება გამოხდის გზით), მაგრამ 1840-იანი წლებიდან იგულისხმებოდა ალკოჰოლის მიღებიდან სრული თავშეკავება (აბსტინენცია) (არამსმელობის აღთქმა). 1850-იანი წლებიდან გულისხმობდა (ადგილობრივი, ნაციონალური თუ გლობალური მასშტაბით) ალკოჰოლზე კონტროლის დაწესებას, რასაც საბოლოოდ ალკოჰოლური სასმელის გაყიდვის სრული აკრძალვა უნდა მოჰყოლოდა (აქედან – პროჰიბიციონისტი). არამსმელთა ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორიცაა არამსმელ ქალთა ქრისტიანული კავშირი (WCTU), სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულ ტერმინს განიხილავდნენ მოქმედებათა უფრო ფართო სპექტრით და მოიცავდნენ თამბაქოსა და სხვა ფსიქოაქტიური საშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავებას.

ტერმინს „ახალი არამსმელი“ ან „ნეოარამსმელობა“ იყენებენ XX საუკუნის 80-იანი წლებიდან იმ პირთა ან ჯგუფების დასახასიათებლად, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ კონტროლი ალკოჰოლზე უნდა გამკაცრდეს, ან ალკოჰოლთან მიმართებით უნდა გატარდეს უფრო თანმიმდევრული პოლიტიკა, რათა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი ალკოჰოლის გამოყენების შემცირების თაობაზე. ტერმინი „ნეოპროჰიბიციონისტი“ გამოიყენება უფრო დასამცირებლად, მაგრამ იმავე აზრით.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები