სამედიცინო დახმარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:19, 4 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამედიცინო დახმარება – სამკურნალო–პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება დაჭრილების და ავადმყოფების სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მათი ჯანმრთელობის სწრაფად აღსადგენად.
განასხვავებენ სამედიცინო დახმარების შემდეგ სახეებს:
- პირველადი – რომელიც ტარდება ადგილზე თვითდახმარების (ურთიერთდახმარების) სახით ან უმცროსი სამედიცინო პერსონალის მიერ;
- ექიმამდელი – საშუალო სამედიცინო მუშაკების მიერ, როგორც წესი, ქვედანაყოფში;
- პირველადი საექიმო – საერთო პრაქტიკის ექიმის მიერ ნაწილში;
- კვალიფიციური – ქირურგების და თერაპევტების მიერ სამედიცინო სამსახურის ნაწილებსა და დაწესებულებებში;
- სპეციალიზებული – ექიმსპეციალისტების მიერ ჰოსპიტლებში.