პიროვნების აშლილობა დისოციალური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:11, 4 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პიროვნების აშლილობა დისოციალური - (F60.2), (personality disorder, dissocial), განსაკუთრებული თავისებურებაა სოციალური მოვალეობებისადმი უპატივცემულობა, რასაც სხვების მიმართ ნაკლები თანაგრძნობა და გულგრილობა მოჰყვება.
აღინიშნება ქცევის გამოხატული შეუსაბამობა მიღებული სოციალური ნორმების მიმართ. ქცევა ცუდად კორეგირდება პირადი გამოცდილებით, დასჯის ჩათვლით. აღინიშნება დაბალი ფრუსტრაციული ტოლერანტობა და აგრესიული რეაქციების, ძალადობის ჩათვლით, დაბალი ზღურბლი. ჭარბობს სხვებზე გადაბრალების ტენდენცია ან ქცევის შესაძლო რაციონალური ახსნის შემოთავაზება, რომელიც იწვევს საზოგადოებისა და ინდივიდის კონფლიქტს. მოიცავს ამორალურ, ფსიქოპათიურ და სოციოპათიურ პიროვნებებს (პიროვნების აშლილობა).