ინტოქსიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:46, 10 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტოქსიკაცია - (intoxication), მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების შემდეგ და იწვევს ცნობიერების, შემეცნებითი უნარის, აღქმის, მსჯელობის, ემოციური მდგომარეობის, ქცევის ან სხვა ფსიქო-ფიზიოლოგიური ფუნქციისა და რეაქციის დარღვევას.

ეს დარღვევები განპირობებულია ნივთიერების მწვავე ფარმაკოლოგიური ეფექტებით და მასზე პირობითი რეფლექსებით. დროთა განმავლობაში ეს დარღვევები ქრება სრულ გამოჯანმრთელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანდება ქსოვილები ან აღმოცენდება სხვა გართულებები.

ტერმინი ყველაზე ხშირად ალკოჰოლთან მიმართებაში გამოიყენება. მისი ეკვივალენტი ყოველდღიურ სალაპარაკო ენაში არის „თრობა“.

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: სახის გაწითლება, გაურკვეველი მეტყველება, გაუწონასწორებელი სიარული, ეიფორია, გაძლიერებული აქტივობა, სიტყვაჭარბობა, ქცევის დარღვევა, შენელებული რეაქციები, მსჯელობის უნარის მოშლა და მოძრაობათა დისკოორდინაცია, უგრძნობლობა ან გაშეშება.

ინტოქსიკაცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნარკოტიკული ფსიქოტროპული საშუალების ტიპსა და დოზაზე და განპირობებულია ტოლერანტობის ინდივიდუალური დონითა და სხვა ფაქტორებით. ხშირად ფსიქოტროპულ საშუალებებს იღებენ ინტოქსიკაციის სასურველი დონის მისაღწევად. ფსიქოტროპული საშუალებების მოქმედებასთან მიმართებაში ინტოქსიკაციის ამა თუ იმ დონის ქცევით გამოვლინებაზე საგრძნობლად მოქმედებს კულტურული და პიროვნული მოლოდინი.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები