ისქანდერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:52, 13 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ისქანდერი – ალექსანდრე მაკედონელი, რომლის პიროვნება აღმოსავლეთის, განსაკუთრებით ირანულ თქმულებებში გამითიურებულია. იგი წარმოდგენილია, როგორც ირანელი ხალხისა და ზარათუშთრას რელიგიის მტერი, „წყეული“, ერთ-ერთი უბოროტესი სამ „დევურ დევთაგან“, რომლებიც ანჰრო მაინიუმ შექმნა. ანჰრო მაინიუმ მისი ლაშქარი შეუსია ირანს მართალი სარწმუნოების მოსასპობად და წყვდიადის გასამეფებლად ქვეყანაზე.