სადიაცო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 27 სექტემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სადიაცო - ხევსური ქალის კაბა.
მზადდებოდა ადგილობრივი შალისაგან. აქვს უბე-კალთა და ზურგნი. გვერდებში აზღოტები. კაბის სიგრძეს კოჭებამდე აგრძელებს ქოქომონი. სადიაცოს გულისპირი მარცხნივაა ჩაჭრილი, მარჯვნივ დარჩენილ ნაწილს „ფარაგა“ ეწოდება და იკვრება ღილ-შატით. საკინძის ჩაყოლებაზე ნაქარგს „ზიკი“ და „სამწყვეტლო“ ჰქვია. მათ გარშემო შემოუყვება ზოლებად ნაქსოვი ჭრელა. სადიაცოს დიდი ნაწილი მოქარგულია შალის ფერადი ძაფებით და დაკრული აქვს ვერცხლის სამკაული.
სადიაცო ხევსური ქალის „სანამუსო“ სამოსი იყო და შვილის გაჩენამდე გულისპირი გაუხსნელი უნდა ყოფილიყო. გლოვის დროს სადიაცო უკუღმა ეცვათ, რათა სამხიარულო ჭრელები დაეფარათ.
ლიტერატურა
ლ ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ VII 1956. ც.ბ.
