სმენითი ჰალუცინაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სმენითი ჰალუცინაციების - დროს ადამიანს შეიძლება ესმოდეს ხმაური, მუსიკა ან ხმები. ხმები შეძლება იყოს მკვეთრი ან ბუნდოვანი და მას სიტყვების, ფრაზების ან წინადადებების ფორმა ჰქონდეს. ისინი შეიძლება პირდაპირ პაციენტს მიმართავდნენ (მეორე პირის ჰალუცინაციები) ან ერთმანეთში საუბრობდნენ და პაციენტს მესამე პირში იხსენიებდნენ (მესამე პირის ჰალუცინაციები). ზოგჯერ პაციენტი ამბობს, რომ ხმებმა წინასწარ იციან ის, რის გაფიქრებასაც ის ცოტა ხნის შემდეგ აპირებს. ზოგჯერ ხმები პაციენტის ფიქრებს პარალელურად ახმოვანებენ (Gedankenlautwerden) ან იმეორებენ იმას, რაც პაციენტმა ცოტა ხნის წინ გაიფიქრა (écho de la pensée).



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები