ფსიქოგენური ამნეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:49, 9 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფსიქოგენური ამნეზია ითვლება, რომ ფსიქოგენური ამნეზია რეპრესიის აქტიური პროცესის შედეგია. რეპრესია ისეთი მოვლენების გახსენებას უშლის ხელს, რომლებმაც შეიძლება უსიამოვნო ემოციები გამოიწვიონ. ეს მოსაზრება დისოციაციური ამნეზიის შესწავლის შედეგად წარმოიშვა, მაგრამ იგივე ფაქტორები შეიძლება ორგანული ამნეზიის ზოგიერთ შემთხვევაშიც მონაწილეობდეს. მათი მეშვეობით ნათელი ხდება, თუ რატომ რთულდება ზოგიერთი ფაქტის გახსენება სხვა ფაქტებთან შედარებით.