გეზამა ალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეზამა ალი (ჩეჩნ. Гезама Али) – გეზამას ვაჟი ალი – ჩეჩნურ ნართულ თქმულებათა პერსონაჟი, ფიზიკურად ძლიერი და კეთილთვისებიანი გმირი; არის საუკეთესო მესაქონლე და ჰყავს უთვალავი ცხვარი, რომლის ხელში ჩაგდებას ნართი თოლამ-აღო ცდილობს. გეზამა ალი 63 ისრით 63 ნართს კლავს, ორთაბრძოლაში ამარცხებს თოლამ-აღოს და აიძულებს სოფ. ნაურთან ახლომდებარე სამი ყორღანის გადახვნასა და გასწორებას, რითაც ნაურელი მიწათმოქმედები ფრიად კმაყოფილნი რჩებიან.
ლიტერატურა
Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972.