აპოდექტესები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:24, 18 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპოდექტესები - (άποδέκται), ათენში ათი მაგისტრატისაგან შემდგარი საბჭო, რომელიც ბულეს ზედამხედველობის ქვეშ აწარმოებდა გადასახადთა შემკრებ უწყებათაგან ფულადი სახსრების მიღებას და უხდიდა მათ ხარჯვით უწყებებს. ეს თანამდებობა კლისთენესმა შემოიღო. პერიკლეს დროიდან მათ წილისყრით ნიშნავდნენ.
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.