თაღარი (მარცვლეულის საწყაო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:23, 30 სექტემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაღარი - მარცვლეულის საწყაო, დიდი ზომის პირფართე თიხის ჭურჭელი. საქართველოში დამკვიდრდა ირანიდან, სიტყვა „თაღარი“ პირველად გვხვდება XIII ს-ის ხოჯაყოფილის მიერ ნათარგმნ „წიგნი სააქიმოი“-ში. როგორც საზომისაწყაო ირანში, თაღარის წონა განსაზღვრული იყო 100 თავრიზული მანით (მანი=812გ.), რაც შეესაბამება 83,2 კგ-ს. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით, თაღარი 30 ლიტრას უდრიდა. XIX ს-ში თბილისის მაზრაში თაღარი შეადგენდა 3 კოდს, ე.ი. 30 ლიტრას. კოდის ზრდის გათვალისწინებით, თაღარის ტევადობა XVIII-XIX სს-ში საშუალოდ 90-100 კგ.-ით განისაზღვრებოდა. 3. საწნახლიდან გადმოსული ტკბილის მოსაკავებელი თიხის ან ქვის ჭურჭელი (იხ. ისარნა).

თაღარი

ივ. ჯავახიშვილი, ქართული საფას-საზომთმცოდნეობა. გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან. 1973. ე.ნ. მ.ხ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები