ზაფრანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზაფრანა - (Crocus adamii J. Gay = Crocus biflorus subsp. Adamii [J. Gay] K. Richt.); ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). ყვავილსაფრის ფოთლები წაწვეტებულია, ლურჯი იისფერი, ლილისფერი. ხახაში – ოქროსფერ-ყვითელი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ხასიათდება მუქი იისფერი დატოტვილი ზოლებით. სამტვერეები ნარინჯისფერია. ფოთლები ხაზურია და ყვავილთან ერთად ვითარდება. ყვ. ნაყ. II-IV. ეს მცენარე იზრდება ველებზე, ტყის პირას, მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.
ზაფრანა – (Crocus hyemalis) – ფოტო გადაღებულია 2015 წლის 16 დეკემბერს იერუსალიმში, კედრონის ხეობაში, აბესალომის აკლდამის უშუალო სიახლოვეს.
ზაფრანა – ბიბლიური მცენარე
„ბაღი ხარ დახშული, სძალო, დაო ჩემო, ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი... ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით“. (ქებათა ქება 4,12-14)