საინჟინრო–კოსმოსური უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:55, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საინჟინრო–კოსმოსური უზრუნველყოფა – ტექნოლოგიური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება კოსმოსური აპარატების მომზადების, დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე ან საპლანეტათშორისო ტრაექტორიაზე გაყვანის და ნორმალური ფუნქციონირების მიზნით;
ტექნიკური უზრუნველყოფის სახეობა მოიცავს:
- კოსმოსური აპარატების შენახვის ორგანიზაციას;
- კოსმოსური აპარატების მომზადებას ფრენის ამოცანების შესასრულებლად;
- კოსმოსური სისტემების ტექნიკური მომსახურების მოწყობას;
- კოსმოსური აპარატების რემონტს დედამიწასა და ორბიტაზე;
- მრავალჯერადი კოსმოსური აპარატების შემდგომ აღდგენასა და მომდევნო ფრენისათვის მომზადებას;
- კოსმოსური აპარატების ავარიებისა და დაზიანებების შედეგების ლიკვიდაციისა და ლოკალიზაციის სამუშაოების შესრულებას.