საინჟინრო-სარაკეტო უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:12, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საინჟინრო-სარაკეტო უზრუნველყოფა – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ემსახურება გამშვები დანადგარების (მოწყობილობების), სარაკეტო, საზენიტო-სარაკეტო, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებისა და კოსმოსური საშუალებების მიწისზედა კომპლექსების, აგრეთვე სარაკეტო (საზენიტო-სარაკეტო) ჯარების, სარაკეტო-ტექნიკური ნაწილების საბრძოლო მზადყოფნას, ჯარების (ძალების) უზრუნველყოფას მატერიალური ნაწილით, დაზიანებული შეიარაღების აღდგენას. საინჟინრო-სარაკეტო უზრუნველყოფა საარტილერიო-ტექნიკური უზრუნველყოფის შემადგენელი ნაწილია.