ბახი კარლ ფილიპ ემანუილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:19, 5 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კარლ ფილიპ ემანუილ ბახი - (გერმ. Carl Philipp Emanuel Bach) [8. III. 1714, ვაიმარი, – 14. XII. 1788, ჰამბურგი], კომპოზიტორი და კლავესინისტი, ი.ს. ბახის მეორე ვაჟი, ყველაზე ცნობილი მის ვაჟთაგან. დიდხანს მუშაობდა ბერლინში (1740-67 სამეფო კარის მუსიკოსად), შემდეგ ჰამბურგში – „მუსიკის დირექტორად“ (აქედან – „ბერლინელი“ ან „ჰამბურგელი“ ბახი). სხვადასხვა ჟანრის მრავალი ნაწარმოების ავტორია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სონატები კლავირისათვის (200-მდე), რომლებმაც ამ ახალი ჟანრის განვითარებაში დიდი როლი შეასრულეს.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")