ჯარი და ერი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
03:22, 23 იანვარი 2019-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარი და ერი - ყოველკვირეული ქართული სამხედრო ჟურნალი. პირველი ნომერი გამოვიდა 1918 წლის 17 ნოემბერს, სულ დაიბეჭდა 4 ნომერი. ჟურნალს რედაქტორობდა ა .ს სვანიძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ გენერლები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ანდრია ბენაშვილი, გიორგი კვინიტაძე, ზაქარია ყიფშიძე. პოლკოვნიკები: ნიკოლოზ გედევანიშვილი, ავქსენტი აბესაძე და სხვები. გამოცემის ფასი შეადგენდა 2 მანეთს.

ჟურნალში ძირითადად იბეჭდებოდა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები და ისტორიული ნარკვევები მაგ: რუსი ოფიცრობა და საქართველო; მსოფლიო ომი; ოფიცერთა საკითხი ჩვენს ჯარში; სამხედრო წყობილება საქართველოში მეფე ერეკლეს დროს; ქართველი ჯარისკაცის მოვალეობა; სამხედრო ცხენები საქართველოს რესპუბლიკაში; კავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია, არარატის რესპუბლიკა და სხვა.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

ჟურნალი ჯარი და ერი, 1918, №1-4.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები