მედეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:41, 21 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მედეა(ბერძნ.) ჯადოქარი, კოლხეთის მეფის, აიეტის ასული. ჰელიოსის შვილიშვილი.

მზე-ღმერთის, ჰელიოსის ძე აიეტი კოლხეთში რომ დასახლდა, თავდაპირველად ცოლად შეირთო კავკასიელი ნიმფა ასტეროდეა, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი აფსირტოსი. მეორე ცოლმა, ოკეანიდა იდიიამ, მას უშვა ორი ასული, ქალკიოპე და გრძნეული მედეა.

ბერძნულ მითოსში მედეა მაშინ გამოჩნდება, როდესაც არგონავტები იასონის წინამძღოლობით მიადგებიან კოლხიდას და მოითხოვენ ოქროს საწმისს. განრისხდება მეფე აიეტი და მოჩვენებითი სიმშვიდით განაცხადებს თანხმობას, თუ იასონი აღასრულებს მის დავალებას. ბერძენ გმირს უკან დასახევი გზა არ ექნება (არგონავტები). არგონავტებს ღმერთები მფარველობდნენ. სასოწარკვეთილი იასონის გამხნევება მისივე მეგობარმა, არგოსმა სცადა. ასე მიმართა: „დედაჩემს ვთხოვოთ, დაიყოლიოს თავისი და, მედეა, რამე იღონოს. მას ხომ გრძნეულმა ჰეკატემ სასწაულმოქმედი წამლების შეზავება ასწავლა“. არგოსის სიტყვას ღმერთის ნიშანიც მოჰყვა: აფრენილ ქორს კლანჭებიდან დაუსხლტა მტრედი და იასონს ჩაუვარდა კალთაში. თავად ქორი კი ხომალდის კიჩოს დაასკდა. მისანმა მოფსოსმა არგონავტებს მოუწოდა, ტრფობის ქალღმერთი აფროდიტე ეხმოთ მფარველად. ასეც მოიქცნენ, ხოლო არგოსი დედა-ქალკიოპეს ეახლა და საშველად შეიპირა.

აფროდიტეს ცელქმა ბიჭუნამ, ეროსმა, სიყვარული შთაუნერგა მედეას. ვნებამორეული მეფის ასული დარდმა შეიპყრო. დას გაუმხილა გულისნადები. შეთანხმდნენ, უნდა დახმარებოდნენ იასონს. ჰეკატეს ტაძრისაკენ გაემართა მედეა და დათქმულ დროს ყუთიდან ამოიღო ჯადო-წამალი, რომელსაც საოცარი თვისება ჰქონდა: ვინც კი ამ წამლით დაიზელდა სხეულს, ვერას ავნებდა იარაღის თუ ცეცხლის ძალა. ეს ჯადო-წამალი მზადდებოდა იმ ბალახით, რომელიც კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთეს სისხლის წვეთებიდან იყო აღმოცენებული.

მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. მეფის ასული ვერ იოკებდა თავის გრძნობებს. მისმა სილამაზემ და კეთილგანწყობამ იასონიც მოაჯადოვა. ბერძენმა გმირმა აღუთქვა ქალწულს, რომ ცოლად შეირთავდა და სიკვდილამდე ეყვარებოდა. მედეამ ჯადო-წამალი მისცა იასონს და სათანადოდ დაარიგა.

ბერძენმა გმირმა შეუძლებელი რამ შეძლო – აღასრულა დავალება. გაოგნდა მეფე, პირი გატეხა და არგონავტების დაღუპვა განიზრახა. გრძნობდა, მედეამ უღალატა. შიშმა შეიპყრო მეფის ასული.

ახლა არგონავტებს მფარველად ჰერა მოევლინა. მან აიძულა მედეა, ეუწყებინა იასონისთვის მეფის განზრახვა. არგონავტები სასწრაფოდ უნდა გასცლოდნენ კოლხეთს. ზევსის სახელით დაიფიცა იასონმა, რომ მედეას კანონიერ ცოლად წარადგენდა ელადის მიწად. კოლხმა გრძნეულმა იასონთან ერთად არესის ჭალისაკენ ისწრაფა და, ჰეკატეს ჯადო-ძალას ზიარებულმა, მიაძინა მარადფხიზელი დარაჯი, შემზარავი დრაკონი. შეთქმულებს ისღა დარჩენოდათ, ჩამოეხსნათ ოქროს საწმისი და ესწრაფათ ხომალდისაკენ. ასეც მოიქცნენ. არგონავტებმა ახსნეს ღუზა და სწრაფი სვლით ჩამოიტოვეს კოლხთა მდიდრული სანაპირო.

კოლხეთის მეფემ მათ უამრავი ხომალდი დაადევნა თავისი ძის, აფსირტოსის მეთაურობით. კოლხებმა შეძლეს დაწეოდნენ არგონავტებს და გადაეჭრათ ყველა დასაბრუნებელი გზა. აქაც მედეამ იხსნა ბერძნები: დაარწმუნა იასონი, კიდევ ერთხელ ჩაედინა უღირსი საქმე. მედეამ აფსირტოსს შეუთვალა, თითქოს არგონავტებმა მოიტაცეს და კუნძულ ბრიგეისზე (სადაც თავს აფარებდნენ გაქცეულები) არტემისის ტაძარში მიაგდეს. მედეა ითხოვდა ძმასთან პირისპირ შეხვედრას. დის უწყებით მოტყუებული აფსირტოსი მარტოდმარტო გაემართა არტემისის ტაძრისაკენ, სადაც იგი ვერაგულად განგმირა იასონმა (არსებობს სხვა ვერსიაც. აფსირტოსი). უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებს არგონავტებმა მუსრი გაავლეს და გზა განაგრძეს. ღმერთის უწყება ასეთი იყო: გმირები უნდა ხლებოდნენ აიეტის დას, გრძნეულ კირკეს, რომელიც აიაიას კუნძულზე სახლობდა, რათა დაღვრილი სისხლისაგან განწმენდილიყვნენ. არგონავტებმა მიაღწიეს აიაიას განთქმულ ნავსადგომს, სადაც კირკემ მიიღო იასონი და მედეა. მან, მართალია, შეიცნო, რომ მის წინ საზარელი მკვლელობის ჩამდენნი იდგნენ, მაგრამ მავედრებელთა მფარველი ზევსის ნებით მაინც აღასრულა განწმენდის რიტუალი. ხოლო მედეას ასეთი სიტყვით მიმართა: „დიდი ცოდვა გაწევს და ვერასოდეს გაექცევი აიეტის მძვინვარე რისხვას... თავიდან მომწყდი, ვეღარ მომილბობ გულს ვედრებით!“

ხანგრძლივი და ფათერაკებით სავსე გზის გავლის შემდეგ ხომალდმა „არგომ“ მიაღწია მშობლიურ ნაპირს. უფრო ადრე კი თესალიაში ხმა დარხეულა, დაიღუპნენო არგონავტები. ამ უწყებით გამხნევებულმა მეფე პელიასმა მოკლა იასონის მცირეწლოვანი ძმა, ხოლო მშობ ლებ ი აიძულა, თვითმკვლელობ ით დაესრულებ ინათ სიცოცხ ლე. არგონავტებ მა განიზრახ ეს შურისძ იებ ა. მაგრამ მედეამ აღუთქვა მათ, რომ პელიასს თავისი გრძნეულებ ით გამოასალმებ და სიცოცხ ლეს და აი, რა მოიმოქმედა: არტემისის ქანდაკებ აში თავისი ჯადო- წამლებ ი ჩამალა, რათა მისთვის საკვირველმოქმედი ძალა მიენიჭებ ინა. თავად ბერიქალად გარდაიქცა და პელიასის სასახ ლეში შეაბ იჯ ა. მან დაარწმუნა მეფე და მისი ქალიშვილებ ი, რომ არტემისს განზრახ ული აქვს პელიასის გაახ ალგაზრდავებ ა. მეფის ასულთა ეჭვის გასაფანტად მედეა გვერდით ოთახ ში გავიდა და სუფთა წყლით ჩამოირეცხ ა ის საცხ ებ ელი, სახ ე რომ ასე დაუნაოჭა. ყმაწვილქალად გარდასახ ული მედეას ხილვით აღფრთოვანდნენ პელიადებ ი და მის ნებ ას დაჰყ ვნენ. შეღამებ ისას, როდესაც პელიასმა დაიძ ინა, მედეამ ქალიშვილებ ს მოხ უცი მეფის სხეულის ქვაბ ში მოხ არშვა შესთავაზა. მათ დასარწმუნებ ლად ერთი ბებ ერი ცხვარი მოხ არშა, შემდეგ კი რაღაც თვალთმაქცობ ით ქვაბ იდან ბატკანი ამოიყ ვანა. ეჭვი გაუ ქრათ პელიადებ ს და მოხ უცი მამა სიცოცხ ლეს გამოასალმეს. რა თქმა უნდა, მედეას აღარ გაუცოცხ ლებ ია პელიასი, მაგრამ იასონი ტახ ტზე მაინც ვერ აღზევდა. სამეფო სკიპტრა დაისაკუთრა პელიასის ძემ, ადრასტოსმა. იასონმა და მედეამ კორინთოს შეაფარეს თავი. მათ შეეძ ინათ სამი შვილი. ათი წელი ბედნიერად ცხოვრობ დნენ. მაგრამ შემდეგ იასონმა ფიცი გატეხ ა: განიზრახ ა ცოლად შეერთო კორინთოს მეფის ასული კრეუსა. კორინთოს მეფე კრეონს კი გრძნეული ქალის შურისგებ ის შიში დაეუფლა და ამიტომ მისი ქალაქიდან გაძ ევებ ის ბრძანებ ა გასცა. მძვინვარებ და კოლხ ი მედეა, მაგრამ რისხ ვა გულს ჩაიმარხ ა და საბ რძ ოლველად მოემზადა: იასონს უხმო და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მზად იყო, დაჰ ყ ოლოდა მის ნებ ა-სურვილს. რადგან ტოვებ და შვილებ ს, საჭირო იყო კრეუსას კეთილგანწყ ობ ა. სწორედ ბავშვებ ის ხელით გაუგზავნა მედეამ მას „სამეფო ძღვენი“ – სასწაულმოქმედი შხამით გაჟ ღენთილი მოსასხ ამი. როდესაც კრეუსამ მოსასხ ამი მხრებ ზე მოისხ ა, უმალ აალდა. ხმაურზე ოთახ ში კრეონი შემოვარდა და პეპლოსის აგლეჯ ა სცადა, მაგრამ დამღუპველი ალი მასაც მოედო და შვილთან ერთად დაიფერფლა. მედეას შურისგებ ა ამით არ დამთავრებ ულა. მან საკუთარი ხელით მოკლა შვილებ ი და ჰელიოსის ეტლით, რომელზეც დაასვენა ცხედრებ ი, გაეცალა კორინთოს. იასონმა თავი მოიკლა. ლტოლვილი კოლხ ი თებ ეს მიადგა, რათა ჰერაკლესათვის ეთხოვა თავშესაფარი. მაგრამ ჰერაკლე სიგიჟ ით შეპყ რობ ილი დახ ვდა. ჰერას ნებ ით, გონგარდასულს ამოეხ ოცა ცოლშვილი. მედეამ განკურნა იგი, მაგრამ მასთან აღარ გაჩერებ ულა, რადგან ჰერაკლეს ცოდვათაგან განსაწმენდად წინ თორმეტი საგმირო საქმე ელოდა. შემდეგ მედეა ეწვია ათენს, რომელსაც განაგებ და მეფე ეგევსი. მეფემ მედეა ცოლად შეირთო. მათ შეეძ ინათ ვაჟ ი, მედოსი. როდესაც ათენში ჩამოვიდა ეგევსის ძე თესევსი, მედეამ მისი თავიდან მოცილებ აც განიზრახ ა. მაგრამ ჩაფიქრებ ული მზაკვრობ ა ვერ განახ ორციელა და თავის შვილთან ერთად აზიაში გადაიხ ვეწა. აქ შეიტყ ო, რომ აიეტი ძმას ჩამოეგდო ტახ ტიდან. მედოსმა აიეტს დაუბ რუნა სამეფო სკიპტრა, შემდეგ დაიპყ რო აზიის მრავალი ქვეყ ანა, მათ შორის ის მხარეც, რომელსაც მოგვიანებ ით მისი სახ ელის მიხ ედვით მიდია ეწოდა. გარდაცვალებ ის შემდეგ მედეა დაავანეს „ნეტართა კუნძ ულებ ზე“, სადაც მისი აჩრდილი აქილევსის აჩრდილს შეეუღლა. ის, რომ მედეა ჰელიოსის ბადიში იყო და რომ ღვთაებ რივ ძალას ფლობ და, მისი კულტის არსებ ობ აზე მიგვითითებ ს. მედეას მითოსის დრამატული სიუჟ ეტი ყველაზე მძაფრად წარმოადგინეს ჯერ ევრიპიდემ და სენეკამ ამავე სახ ელწოდებ ის ტრაგედიებ ში, ხოლო შემდეგ სხვა დრამატურგებ მა (დოლჩე, კორნელი, ფოსი, გლოვერი, ლოგნეპიერი, კლინგერი, გრილპარცერი, ანუი, ბრაუნი და სხვა). ბუნებ რივია, მისი სახ ე უყურადღებ ოდ არ დარჩენილა ქართულ მწერლობ აშიც (აკაკი წერეთელი, ლევან სანიკიძ ე, ოთარ ჭილაძ ე და სხვა).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები