სომხური პრესა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
სომხური პრესა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - საქართველოს დემოკრატიუ- ლი რესპუბლიკის პერიოდში საქართველოში 32 სომხური პერიოდული გამოცემა ფუნქციო- ნირებდა. საქართველოს სახელმწიფოს დემოკ- რატიული მმართველობის ფორმიდან გამო- მდინარე, მაქსიმალურად იყო დაცული პრესის თავისუფლება, გამონაკლისს წარმოადგენდა 1918 წ-ის დეკემბერი, როდესაც შინაგან საქმე- თა მინისტრის ბრძანებით, სომხეთთან ომის პერიოდში დროებით დაიხურა რამდენიმე პროპაგანდისტული გამოცემა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოდიოდა შემდეგი სომხურენოვანი პრესის ორგანოები:
„მშაკ“ (მუშა) - ლიტერატურული და პოლი- ტიკური ყოველკვირეული გაზეთი, თბილისი, 1872-1921, 4 გვ., რედ.-გამომ. გრ. არწრუნი, 1892-დან რედ. ალე. ქალანთარი, შემდეგ ჰამბ. არაქელიანი; 1913 წ-დან რედ.-გამომ. ჰამბ. არაქელიანი, 1918 წ-დან - ლ. ქალანთარი.
„ჰორიზონ“ (ჰორიზონტი) – „ნორ ჰორი- ზონი“. ლიტერატურული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური გაზეთი (დაშ- ნაკცუთიუნის ორგანო), თბილისი, 1909-1918, 4 გვ., რედ.-გამომ. ბ. ნურალიანი, შემდეგ ს. სა- ჰაკიანი; ფაქტობრივად, რედ. იყვნენ - ლ. თუ- მანიანი, მ. ვალადიანი, ნ. აღბალიანი, ა. ჯამა- ლიანი, ა. შაჰხათუნი, მ. ვარდანიანი, ს. გრუზი- ნიანი (ვრაციანი), ვ. ნავასარდიანი. 1908-1909 წწ-ში ერქვა „გორწ“. 1918 წ-დან გამოიცემოდა „ნორ ჰორიზონის“ სათაურით.
„აშხატავორ“ (მშრომელი) - მუშურ-გლეხუ- რი გაზეთი,. თბილისი, 1917-1920, 4 გვ., რედ. ვ. ტერ-გრიგორიანი (ვაჰან ხორენი).
„ნორ აშხატავორ“ (ახალი მშრომელი). მუ- შური და გლეხური გაზეთი, დაშნაკცუთიუნის საქართველოსა და თბილისის კომიტეტების ორგანო, თბილისი, 1919-1920 წწ., 4 გვ., რედ. ზ. ზორიანი.
„პაიქარ“ (ბრძოლა) - ლიტერატურული სა- ზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკუ- რი ყოველკვირეული გაზეთი, სოციალ-დემოკ- რატ. მუშათა პარტიის ამიერკავკასიის ფორმი- რების ორგანო, თბილისი, 1915-1919 წწ., 4 გვ., რედ.-გამომ. ი ჰ. სარგსიანი.
„ბანვორი კრივ“ (პროლეტარის ბრძოლა) - რუსეთის სოციალ-დემოკრატ. (მუშათა) პა- რტიის (ბოლშევიკების) თბილისის კომიტეტის ორგანო, თბილისი, 1917-1918 წწ., 4 გვ,. რედ. ს. ხანოიანი, ა. არავიანი.
„გრაკან გეღარვესტაკან ალმანახ“ (მხატ- ვრულ-ლიტერატურული ალმანახი) - თბილი- სი, 1917, 1919, 48 გვ., დირ. მ. ეფრიკიანი, გ. მკრტჩიანი, ჰ. მაილიანი.
მიუთიუნ“ (ერთობა) - სრულიად სომეხ მო- სწავლეთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ორგანო, მხატვრული და ლიტერატურული ყოველკვირეული გაზეთი, თბილისი, 1917-1919 წწ., 4 გვ., რედ. გ. აბოვიანი, ს. ელბაკიანი
„შარჟუმ“ (მოძრაობა) - მოსწავლეთა ბეჭდ- ვითი ორგანო, ახალციხე, 1917 – 1918 წწ., 4 გვ., რედ. ა. ავაგიანი, მ. ზარაფიანი.
„ჰაიასტან“ (სომხეთი) - ყოველდღიური გაზეთი (სარდალ ანდრანიკის ბეჭდვითი ორ- განო), თბილისი, 1917-1918 წწ., 4 გვ., რედ. ვ. თოთოვენცი.
„ჰაიკაშენ“ - ყოველთვიური ლიტერატუ- რულ - პოლიტიკური ეროვნული გამოცემა, ჰნჩაკიანთა (ლიბერალური) პარტიის კავკა- სიის ცენტრალური სამმართველოს ორგანო, თბილისი, 1917 - 1918, 48 გვ., სარედაქციო კო- ლეგია.
„აშხატანქი დროშაკ“ (პროლეტარის დრო- 407 შა) - სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტი- ის ამიერკავკასიის რეგიონისა და თბილისის კომიტეტების ორგანო, თბილისი, 1918-1919, 4 გვ., სარედაქციო კოლეგია.