შმაგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შმაგა

შმაგა – (Atropa caucasica Kreyer = Atropa belladonna subsp. Caucasica [Kreyer] Avet.); ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა სქელია და დატოტვილი. ღერო სწორად მდგომი, შიშველი, სიმაღლე – 1-3 მ. ფოთლები კვერცხისებურია, კიდემთლიანი, ყუნწში შევიწროებული. ყვავილები იღლიურია, მარტოული ან ორ-ორი. გვირგვინი იისფერ-მურაა, მღვრიე ყვითელი ფერის მილით. ყვ. ნაყ. V-X. დამახასიათებელია მთის შუა სარტყლის ტყეებისათვის. იზრდება დაჩრდილულ ტყეებში, ნაკადულების პირებზე, ხშირ ბუჩქნარებში. ნახვა შესაძლებელია სოფელ შალაურისა და თელავის მიდამოებში, ჭიაურის ტყეში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები