დიასპორა
დიასპორა - (ბერძ.Diaspora) „გაფანტვა“ - აღნიშნავს საკუთარი ქვეყნის გარეთ ერის ნაწილის გავრცელებას.
პირდაპირი მნიშვნელობით დიასპორა ნიშნავს ებრაელების გადასახლებას ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ ძვ.წ. 586 წელს. აგრეთვე, ახ.წ. 70 წელს რომაელების მიერ იერუსალიმის დანგრევისა და 135 წელს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ებრაელთა მთელს მსოფლიოში გაფანტვას. დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ებრაელთა დიასპორას მოიხსენიებდნენ. შემდეგ დიასპორა დაერქვა ბერძნულ, სომხურ, ირლანდიურ და ჩინურ ემიგრაციასაც. სხვა ეროვნების ემიგრანტებს დიასპორად არ მიიჩნევდნენ. ამჟამად ამ ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა და დიასპორად იწოდება ყველა დისპერსიული ემიგრანტული თემი (მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა), რომელიც საკუთარი ქვეყნის გარეთ მდებარეობს, მაგრამ ინარჩუნებს თვითიდენტიფიკაციას ისტორიულ სამშობლოსთან.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]