ბერბენკი (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:10, 7 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერბენკი

ბერბენკი Burbankქლიავის ჯიში გამოყვანილია ბერბენკის მიერ 1883 წელს იაპონიიდან მიღებული ქლიავის კურკის დათესვით.

საქართველოში გვხვდება მხოლოდ საკოლექციო ნარგავებში.

ბერბენკი საინტერესოა მით, რომ ხე ძლიერ გამძლეა, მოსავლიანი და საღი.

ნაყოფი შედარებით სხვა იაპონურ ქლიავის ჯიშებთან, საუკეთესო გემოსია.

ხე ხასიათდება ბრტყელი გაშლილი ვარჯით.

ფოთოლი განიერ–ლანცეტისებრია, ძალიან წააგავს ატმის ფოთოლს.

ყვავილობა ადრეული ახასიათებს.

ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლო რიცხვებში; ნაყოფი საშუალო ზომისაა (4X4,5 სმ.), მრგვალი ფორმის.

ნაყოფის კანი თხელია, მაგრამ მკვრივი. ძირითადი ფერი ყვითელია და დაფარულია წითელი შეფერვით. კანზე ემჩნევა მრავალი მსხვილი ყომრალი ფერის წერტილი.

ნაყოფის ხორცი მუქი ყვითელი ფერისაა, წვნიანი, ნაზი, მკვრივი, ტკბილი, სურნელოვანი. კურკა არ ეცლება ხორცს, წვრილია, მომრგვალო, ოვალური ფორმის. ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტს და დიდხანს ინახება.

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები