ფრონტოტემპორალური დემენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:44, 12 ივნისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრონტოტემპორალური დემენცია - ფრონტოტემპორალური დემენცია პრესენილური დემენციის მეორე, ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იგი, ასევე, მოგვიანებით ასაკში განვითარებული დემენციის შემთხვევათა 7%-ს შეადგენს. ჩვეულებრივ, იწყება 45-70 წლის ასაკში. ეს ტერმინი, დაავადების კრიტერიუმებთან ერთად, 1994 წელს შემოიღეს. ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელია (შუბლისა და საფეთქლის წილების დარღვევების) საზიარო კლინიკური სიმპტომები (ცხრილი ფრონტოტემპორალური დემენციის ზოგიერთი კლინიკური კრიტერიუმი) და ნევროპათოლოგიური ნიშნები (ცხრილი ფრონტოტემპორალური დემენციის დიაგნოსტიკური ქვეკატეგორიები). უკანასკნელ პერიოდში დაგროვილი მონაცემების თანახმად, ფრონტოტემპორალურ დემენციას იწვევს პროცესები, რომლებშიც ტაუ-ცილა მთავარ როლს ასრულებს.

ფრონტოტემპორალური დემენციის ზოგიერთი კლინიკური კრიტერიუმი

ფრონტოტემპორალური დემენციის ზოგიერთი კლინიკური კრიტერიუმი
ქცევითი სიმპტომები
  • შემპარავი დასაწყისი, ნელი პროგრესირება
  • კრიტიკის დაკარგვა ადრეულ სტადიაზე
  • ქცევითი განმუხრუჭებისა და განსჯის უნარის დაქვეითება ადრეულ სტადიაზე
  • ფსიქიკური რიგიდობა
  • სტერეოტიპული და იმიტაციური ქცევა
  • ჰიპერორალობა (დიდი რაოდენობით ტკბილი საკვების მიღება)
  • იმპულსურობა და თავშეუკავებლობა
მეტყველება
  • მეტყველების პროგრესული გაღარიბება
  • პერსევერაცია
  • ექოლალია
აფექტური ნიშნები
ფიზიკური ნიშნები
  • პრიმიტიული რეფლექსები (ადრეულ სტადიაზე)
  • შარდისა და დეფეკაციის შეუკავებლობა (ადრეულ სტადიაზე)
  • მოგვიანებითი პარკინსონიზმი
  • დაბალი და ლაბილური სისხლის წნევა

ფრონტოტემპორალური დემენციის დიაგნოსტიკური ქვეკატეგორიები

ფრონტოტემპორალური დემენციის დიაგნოსტიკური ქვეკატეგორიები
  • პიკის დაავადება
  • ლობარული (წილოვანი) ატროფია
  • რაალცჰაიმერული ტიპის შუბლის წილის დეგენერაცია
  • დემენცია გამოხატული ჰისტოლოგიის გარეშე
  • მოტორული ნეირონების დაავადება დემენციით
  • სემანტიკური დემენცია
  • პროგრესული აფაზიური სინდრომი
  • ფრონტოტემპორალური დემენცია პარკინსონიზმით
  • კორტიკობაზალური დეგენერაცია
  • პროგრესული სუპრანუკლეარული დამბლა
  • გუამის კომპლექსი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები