პრიონული დაავადებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 12 ივნისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პრიონული დაავადებები - პრიონული დაავადებები დაავადებათა უნიკალური ჯგუფია. ისინი შეიძლება განვითარდნენ როგორც გენეტიკური, ინფექციური ან იატროგენული მიზეზების გამო, ასევე, სპორადიულად (Collins et al., 2004). მათი ერთ ჯგუფში გაერთიანება საერთო ძირითადი გამომწვევი მიზეზის, ცილა პრიონის (PrP), გამო მოხდა. მათ საერთო ნევროპათოლოგიური ნიშნებიც აქვთ, კერძოდ: დიფუზური სპონგიოზი (ძველი სახელწოდებაა ტრანსმისიული ღრუბლისებრი ენცეფალოპათია), ნეირონების კვდომა, გლიოზი და, ხშირ შემთხვევაში, ამილოიდური ფოლაქები (Johnson, 2005). ეს უკანასკნელი შედგება არა β-ამილოიდური ცილისგან (როგორც ეს არის ალცჰაიმერის დაავადების დროს), არამედ პრიონის ცილისგან.